საინფორმაციო დღე - ევროპის სამეზობლო ქვეყნების მკვლევართათვის “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ევროპული ასოციაცია - COST“-ის პროგრამების შესახებ
დაწყების დრო: 11.03.2021 - 10:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დროით)
დასრულების დრო: 11.03.2021 - 12:00 სთ. (ცენტრალური ევროპის დროით)
ღონისძიების ტიპი: : საინფორმაციო დღე
ორგანიზატორი: COST-ის ასოციაცია
11 მარტს გაიმართება ვირტუალური საინფორმაციო დღე - ევროპის სამეზობლო ქვეყნების მკვლევართათვის “მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სფეროში ევროპული ასოციაცია - COST“ - ის პროგრამების შესახებ.
მკვლევრებსა და ინოვატორებს ღონისძიებაზე მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო კავშირების დამყარების შესაძლებლობებზე. COST-ის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
ორსაათიანი ღონისძიება მიზნად ისახავს COST-ის პროგრამისა და მის აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
მომხსენებლები ყურადღებას გაამხვილებენ COST-ის აქტივობებში წარმატებული მონაწილეობისთვის საჭირო პრაქტიკულ ინფორმაციაზე.
პროგრამა:
- მისალმება, COST- ის ასოციაცია
- COST პროგრამის მიმოხილვა, COST- ის ასოციაცია
- COST- საერთაშორისო თანმშრომლობის საშუალება, COST- ის ასოციაცია
- რა არის COST აქტივობა და როგორ ჩავერთოთ მასში? COST- ის ასოციაცია
- COST- ის აქტივობებში მონაწილეობის სარგებელი, COST- ის აქტივობების მონაწილეები ევროპის სამეზობლო ქვეყნებიდან
- კითხვა-პასუხის სესია
საინფორმაციო დღეზე დასასწრებად გამოიყენეთ ზუმის ბმული: : https://cost-eu.zoom.us/j/82770337134