ქართული დიასპორა
დიდია ქართული დიასპორის როლი საქართველოს სოციო-ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაში.
ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ცხოვრობს და მოღვაწეობს ბევრი ქართველი მკვლევარი. ისინი წარმოადგენენ ხიდს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებებს შორის. მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საქართველოს სამეცნიერო-აკადემიურ ცხოვრებაში და ცოდნის ეკონომიკის განვითარებაში.
ქართულ სამეცნიერო-აკადემიურ დიასპორას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში პროექტის ხელმძღვანელის ან მკვლევართა გუნდის წევრის სტატუსით.
ქართული დიასპორის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ქვემოთ მითითებულ ბმულს.