საგადასახადო სისტემა
საქართველოს საგადასახადო სისტემა არის მარტივი. ქვეყანაში სახელფასო გადასახადი ეფუძნება საშემოსავლო გადასახადსა და საპენსიო შენატანს.
დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ხელფასიდან დაქვითოს საშემოსავლო გადასახადი, რომელიც შეადგენს დასაქმებულის ხელფასის 20%. საშემოსავლო გადასახადი არ ვრცელდება გრანტის სახით მიღებულ თანხაზე.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
2019 წელს საქართველოში ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის და ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვისა და 40 წელს გადაცილებული პირებისთვის.
საპენსიო შენატანი შედგება შემდეგი სამი კომპონენტისგან: დასაქმებულის მიერ გადახდილი ხელფასის 2%, დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. ხოლო თვითდასაქმებული ახორციელებს საპენსიო შენატანს წლიური შემოსავლიდან 4%-ის ოდენობით. არარეზიდენტი პირი არ ახორციელებს საპენსიო შენატანს.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
საქართველოში მოქმედებს ხუთი საერთო სახელმწიფოებრივი (საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), იმპორტის გადასახადი და აქციზი) და ერთი ადგილობრივი გადასახადი (ქონების გადასახადი).
ქვეყანაში არ მოქმედებს სხვა არანაირი ტიპის გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებულია გადასახადები, რომლის გადახდა სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
მეტი ინფორმაცია საქართველოში საგადასახადო სისტემის შესახებ იხილეთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე