კვლევის გარემო
საქართველოს უმაღლესი განათლებისა და კვლევის სისტემა აერთიანებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელ კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციებს. საქართველოში ფუნქციონირებს 31 ავტორიზებული უნივერსიტეტი. მათ შორის არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საგანმანათლებლო დაწესებულებანთაგან უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც სტუდენტების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის სექტემბერში.
საქართველოში კვლევითი ინსტიტუტების უმეტესობა, რომლებიც ადრე გაერთიანებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქოლგის ქვეშ, დღეს გაერთიანებულია ექვს წამყვან უნივერსიტეტში. ექვსი კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს კონგლომერატს, რომელიც წარმოდგენილია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სახით, ხოლო ოთხი კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლევით საქმიანობას ახორციელებს რამდენიმე სტრატეგიული კვლევების ორგანიზაცია ე.წ. ,,სინქ-ტანკი’’ და ეროვნული ლაბორატორია.
უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები ძირითადად მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ხუთი უნივერსიტეტი მდეობარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ახალციხე). უნივერსიტეტები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, მდებარეობს თბილისში.
- სახელმწიფო-სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა”
- რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი
- ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმი
- კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
- ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
- გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი