
ჯანმრთელობის დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაზღვევის სისტემას.
ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა საქართველოში ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ფარგლებში, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განკარგვაზე პასუხისმგებელია სოციალური მომსახურების სააგენტო. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს - სოლიდარობას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლიანობას. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ფარავს გეგმიურ და გადაუდებელ ამბულატორიულ, გადაუდებელ სტაციონარულ, გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებებს, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას, სამედიცინო ანალიზებსა და მშობიარობას. პროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნეიტრალური პირადობის მოწმობისას ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, ისევე როგორც სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებელი ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პროგრამით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამის ფარგლებში თქვენ უფლება გაქვთ დარეგისტრირდეთ მხოლოდ ერთ დაწესებულებაში.
გადაუდებელი შემთხვევების დროს არ არსებობს აკრძალვები სამედიცინო დაწესებულების შერჩევის თვალსაზრისით.
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
საქართველოში ფუნქციონირებს კერძო დაზღვევის სხვადასხვა წარმატებული კომპანია, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის დაზღვევასთან ერთად სთავაზობენ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებს.
საქართველოში მოქმედი ყველა დიდი სადაზღვეო კომპანიების სია: