Skip to main content
Logo of EURAXESS
Georgian
Georgia

entry conditions & visas

visa georgia

ქვეყანაში შემოსვლის პირობები და ვიზები

ინფორმაცია საქართველოს ვიზის შესახებ

 

იმ შემთხვევავში, თუ დაგეგმილი გაქვთ საქართველოში ჩამოსვლა სწავლის ან მუშაობის მიზნით, ქვეყანაში შემოსვლამდე საჭიროა შესაბამისი კატეგორიის ვიზის აღება, რომელიც გაიცემა სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის განთავსებით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა). აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოში შემოსვლა ვიზის გარეშე შეუძლია.

ღილაკი - „მესაჭიროება თუ არა ვიზა“ არის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, გაარკვიოს ესაჭიროება თუ არა ვიზა საქართველოში შემოსასვლელად, დასარჩენად ან სატრანზიტო გადაადგილებისათვის.

თქვენ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე, თავად ვიზის გამცემი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის ან არგაცემის თაობაზე. ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სავიზო განაცხადის წარდგენიდან:

  • მოკლევადიანი ვიზა - 10 კალენდარული დღის ვადაში
  • მოკლევადიანი ვიზა (e-VISA PORTAL-ის მეშვეობით) – 5 სამუშაო დღის ვადაში
  • გრძელვადიანი ვიზა – 30 კალენდარული დღის ვადაში
  • D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა – 10 კალენდარული დღის ვადაში