მუშაობის ნებართვა
ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოში შემოსვლისა და ლეგალურად ყოფნის ერთ-ერთ საფუძველს. შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის ან დასაქმების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, რომელიც საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგენს შესაბამის დოკუმენტებს.
- უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან დასაქმების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის ლეგალური შემოსავალი ვერ დასტურდება ზემოაღნიშნული დოკუმენტებით, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა (საბანკო ამონაწერი ჩათვლით) ასევე განიხილება როგორც შემოსავალი. აღნიშნული თანხა უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმზე ხუთჯერ მეტი;
- ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის შედეგად მიღებული ყოველთვიური შემოსავალი / შრომითი ანაზღაურება საქართველოში განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს აღემატება 5-ჯერ. ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოება სადაც დასაქმებულებია უცხოელი / წარმოება რომელიც თავად დააფუძნა უცხოელმა (საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების გარდა) წლიურად გამოიმუშავებს 50 000 ლარს თოთოეული უცხოელისთვის, რომელიც ითხოვს შრომითი ბინადრობის უფლებას. საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა უნდა იყოს მინიმუმ 35,000 ლარი თითოეული უცხოელისთვის, რომელიც ითხოვს შრომის ბინადრობის უფლებას.
- ფოტოსურათი 3/4 - ზე.
დამატებითი ინფომრაცია იხილეთ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო