უმაღლესი განათლების სისტემა და მიღების პირობები
საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც არის ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო ატესტატის მფლობელი ან მასთან გათანაბრებულ პირი და ჩააბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები.
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც ჩააბარა ერთიანი სამაგისტრო გამოცდები.
სამედიცინო განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი და მისი დასრულების შემდეგ პირებს ენიჭებათ დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხი, რაც გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. დიპლომირებული მედიკოსის ხარისხის მფლობელი პირები სწავლას აგრძელებენ რეზიდენტურაში. საექიმო საქმიანობისათვის აუცილებელია ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის მიღება.
ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
დოქტორანტურა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურს და მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც აკმაყოფილებს კონკრეტულ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მოთხოვნებს.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ დამატებითი ინფომაციის მისაღებად გადადით ბმულზე.
სასარგებლო ბმულები უცხოელი სტუდენტებისათვის: